18.მარტი.2016 12:53
საფინანსო სექტორი

იპოთეკური სესხის პირობები საქართველოსა და ევროკავშირში

იპოთეკური სესხის პირობები საქართველოსა და ევროკავშირში
კომერციული ბანკები მომხმარებელს ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს იპოთეკურ სესხზე სთავაზობენ. პროდუქტის მიზნობრიობა მკაცრად კონტროლდება კრედიტის ტრანშებად გაცემითა და შემდგომი მონიტორინგით. სესხი განკუთვნილია უძრავი ქონების შეძენის, რემონტის და მშენებლობისთვის. წამყვან ბანკებში პროდუქტის სტანდარტული პირობები თითქმის იდენტურია. არსებულმა კონკურენტულმა გარემომ მარკეტინგული აქციების პრაქტიკას სისტემური სახე მისცა, გამოიკვეთა მომხმარებელთა გადაბირების საჭიროება - ე.წ. "პორტირება", რაც მეტყველებს იმაზე, რომ კომერციული ბანკები ცდილობენ გაზარდონ სასესხო პორტფელი იმ ფონზე, როდესაც საპროცენტო განაკვეთები ლარის ფინანსურ რესურსზე გაზრდილია და მომხმარებლები უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან ახალი სესხების აღებას. ნაკადი საბანკო სექტორისთვის შემცირებულია. შეთავაზება საინტერესოდ რომ გამოიყურებოდეს, ბანკები ცდილობენ საპროცენტო განაკვეთის და საკომისიოს ხარჯის შემცირებას.
 
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" იპოთეკურ სესხზე არსებული პირობები მიმოიხილა. აქციის ფარგლებში, რამდენიმე ბანკი მათ სახელფასო პროგრამაში ჩართვის და სხვა ბანკიდან მათთან სესხის გადატანის სანაცვლოდ, მომხმარებელს ისტორიულად ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს, რაც ძირითადად 7%-ით განისაზღვრება. ნომინალურ განაკვეთს ემატება უძრავი ქონების და სიცოცხლის დაზღვევის ტარიფი და საბოლოო პროცენტი 7.6%-8.6%-ით განისაზღვრება. ხელშეკრულების მიხედვით, პროცენტი ფიქსირებულია და უცვლელი რჩება პირველი სამი წლის განმავლობაში, შემდგომ ბანკს უფლება აქვს გადახედოს ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთს და გაზარდოს სარგებელი 2.00%-დან 4.00%-ის ოდენობით. მომხმარებლის გადაბირების შემთხვევაში სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო შესაძლებელია 0%-ით განისაზღვროს. გარკვეულ შემთხვევებში რეფინანსირების ხარჯსაც (2.00%) სრულად ან ნაწილობრივ ბანკი საკუთარი სახსრებით ფარავს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე იაფი რესურსი ბანკებს ევროს ვალუტით დენომინირებულ სესხებზე აქვთ და პრიორიტეტულად ამ ვალუტას სთავაზობენ მომხმარებელს. ევროში გაცემული სესხების წილი ჯამში გაცემულ სესხებთან არის უმნიშვნელო, ვინაიდან ევროში შემოსავალი აქვს მოსახლეობის მცირე ნაწილს და როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის, სავალუტო რისკი ევროს შემთხვევაში არის საკმაოდ მაღალი.

2016 წლის იანვრის მდგომარეობით სასესხო პორტფელმა 15.86 მლრდ ლარი შეადგინა. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი პროცენტი 10.5%-ის ტოლია. სასესხო პორტფელის 83% გრძელვადიან სესხებზე მოდის. მათი ვადაგადაცილების მაჩვენებელი კი 1.31%-ის ტოლია. პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელმა იანვრის თვეში 65.6 პროცენტი შეადგინა.

"ჩვენ დავინტერესდით უცხოური პრაქტიკითაც. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა 40 წლით განისაზღვრება, სესხზე დარიცხული წლიური პროცენტი 2.00-8.00%-ის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როდესაც საქართველოში სესხის ვადა 15 წელია, განაკვეთი კი 7.00-12.00%. მაგალითად პოლონეთში სესხის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ონლაინ განაცხადის შევსება და ხელფასის ცნობასთან ერთად 2 თვის საბანკო ამონაწერის წარდგენა. გადაწყვეტილებას ბანკი 3 დღის განმავლობაში".

საზოგადოება და ბანკები



16.ნოემბერი.2018 16:17
241

სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 12:02
75

ეროვნული ბანკი IOSCO-ს ასოცირებული წევრი გახდა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 11:49
52

Mastercard მომხარებელს წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 09:00
137

"საბანკო სესხი არ არის მხოლოდ ტრაგედია, რომელსაც აიღებ და ვეღარ აბრუნებ“

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:15
139

"სებ-ის რეგულაციების ახალი პროექტით კმაყოფილები ვართ"

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 17:08
445

ლარი გამყარდა

ვრცლად