მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იპოთეკური სესხები შეიძლება 10-ჯერ შემცირებული იყოს, მაგრამ ჯერ კონკრეტული ციფრები არ გვაქვს"

5c8fbdb2e88b8
ელენე გოგბერაშვილი
18.03.19 20:32
1448
„იპოთეკური სესხები 10-ჯერ შემცირებული შეიძლება იყოს, მაგრამ ჯერ კონკრეტული ციფრები არ გვაქვს“, - ასე პასუხობს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე BM.GE-ის საბანკო რეგულაციების გავლენით იპოთეკური სესხების პორტფელის შემცირებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

„იპოთეკური სესხების პორტფელი 10-ჯერ შემცირებული შეიძლება იყოს, მაგრამ კონკრეტული ციფრები ჯერ არ არის. თებერვლის მონაცემებიც კი არ გვაქვს; 10-ჯერ შემცირებას შეიძლება ამბობდნენ გასულ პერიოდთან შედარებით, გაცემის რაოდენობას, მაგრამ ეს ციფრი თებერვლის არ გვაქვს. იანვრის თვესთან დაკავშირებით, რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება, რომ იანვრის თვის მაჩვენებლები აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო ყველა ლოგიკიდან, რაც შეიძლება ყოფილიყო. უახლოეს დღეებში, გვექნება მონაცემები და დაახლოებით, ანალიზს გავაკეთებთ, მაგრამ პირველი კვარტალიც კი იქნება მცირედი მაჩვენებელი იმისი, რა რეაგირება ექნება ამ რეგუალციას თუნდაც საბანკო სექტორზე და ასევე ეკონომიკაზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ჩვენი პოზიცია არის უკვე დაფიქსირებული. ჩვენ ვაფასებდით ამ რეგულაციას კრიტიკულად და იმედია, იმ მოლოდინებს არ გადააჭარბებს ის შედეგები, რაც გვექნება ანუ უფრო უარესი არ გვექნება“, - განმარტავს ძნელაძე.

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 1 იანვრიდან საფინანსო სექტორის რეგულაციები ამოქმედდა, მენაშენეთა ასოციაციამ განაცხადა, რომ რეგულაციის გავლენით იპოთეკური სესხების პორტფელი 10-ჯერ შემცირდა. სამშენებლო სექტორში ფართების 60%-ზე მეტი სწორედ იპოთეკური სესხების გზით იყიდებოდა.