მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორები ფედერალური სარეზერვო სისტემისგან განაკვეთების მინიმუმ სამჯერ გაზრდას ელოდებიან

5671b5c520640
BM.GE
16.12.15 23:01
1485
ინვესტორები უახლოესი 12 თვის განმავლობაში, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისგან განაკვეთების მინიმუმ სამჯერ გაზრდას ელოდებიან, მოწმობს BofA Merrill Lynch-ის მიერ დეკემბერში მმართველების გამოკითხვის შედეგები. ნაღდი ფულის წილი ინვესტორების პორტფელებში 4.9-დან 5.2%-მდე გაიზარდა წინა თვესთან შედარებით. გამოკითხვიდან ირკვევა, რომ ფონდების გლობალური მმართველების პოზიციები განვითარებად ბაზრებზე რეკორდულ მინიმუმემბთან ახლოს რჩება, კომპანიების დაბალი მოგების მოლოდინის, ჩინეთის ეკონომიკის მკვეთრი შენელების, ძლიერი დოლარის და ობლიგაციებზე მაღალი განაკვეთების გამო. ინვესტორების უმეტესობა - 88%- აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ ამ კვირაში განაკვეთის გაზრდას ელოდება და უახლოეს 12 თვეში კიდევ მინიმუმ ერთხელ მომატებას, ხოლო 58%-ის აზრით, კიდევ მინიმუმ 2-ჯერ ზრდაა მოსალოდნელი.
 
მთავარ რისკად ინვესტორებმა ჩინეთის რეცესია დაასახელეს, ხოლო შემდეგ - გეოპოლიტიკური კრიზისი და ასევე სავალო კრიზისი ევროპაში. ამერიკულ აქციებში დაბანდებების შემცირების ფონზე, ევროპა და იაპონია გახდა ყველაზე პოპულარული ბაზრები დაბანდებებისთვის 2016 წელს. გამოკითხვა 4-დან 10 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მასში 215-მა ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა, მთელი მსოფლიოდან. მათ მართვაშია $620 მლრდ ჯამური ღირებულების აქტივები.