მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტიციების მოსაზიდად საელჩოების რესურსი უფრო ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ"

5bc32f6ca3887
თელარა გელანტია
14.10.18 15:57
1270
საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ნონა მამულაშვილის აზრით, ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა საელჩოების აქტიური ჩართულობითაც არის შესაძლებელი.

ამის შესახებ მამულაშვილმა bm.ge-ის კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შეფასებისას განუცხადა.

საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ „ინვესტიციების მოსაზიდად საელჩოების რესურსი უფრო ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ“.

„პირველ რიგში, უნდა შეფასდეს საქართველოს საელჩოების რესურსი, რომ ვიცოდეთ რამდენად არის შესაძლებელი მათი გამოყენება ქვეყანაში მეტი ახალი ინვესტიციის მოსაზიდად; შესაძლოა, საჭიროა, საელჩოების შესაბამის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ან გადამზადება ან კიდევ მათი ჩანაცვლება ორმაგი პროფილის კადრებით. ამის შემდეგ კი, უნდა გაიწეროს, თუ რითი ფასდება საელჩოების საქმიანობის ეკონომიკური კომპონენტი, რადგან ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, ეკონომიკური დიპლომატია ერთ-ერთი ძირითადი პრიორტეტი უნდა იყოს“ - აცხადებს მამულაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დიდი როლი აქვს ბიზნეს ასოციაციებსაც.

„საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციაში; ვცდილობთ, ერთმანეთს დავაკავშიროთ ქართველი და შვეიცარიელი ბიზნესმენები; განსაკუთრებით მას შემდეგ რაც თავისუფალი ვაჭრობა EFTA-თან ამოქმედდა, რომლის წევრიც შვეიცარიაა. აღსანიშნავია, რომ 1-15 ნოემბერს ციურიხში ღვინის ყოველწლიური გამოფენა EXPOVINA იმართება, სადაც წელს პირველად საქართველოს აქვს შესაძლებლობა საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა ნონა მამულაშვილმა და დასძინა, რომ EXPOVINA-ზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 16-მდე ღვინის კომპანია გაემგზავრება.