მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტის ერთ-ერთი შემქმნელი რობერტ ტეილორი გარდაიცვალა

58f4d49baaa9f
BM.GE
17.04.17 18:42
2251
კალიფორნიის შტატის ქალაქ ვუდსაიდში ინტერნეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი რობერტ ტეილორი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტეილორი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მეცნიერად მუშაობდა და მან 1960 წელს, პენტაგონში მუშაობისას, ინტერნეტის პირველი პროტოტიპი Arpanet-ი შექმნა. მას შემდეგ ის Xerox Palo Alto კვლევის ცენტრში მუშაობდა, სადაც მეცნიერთა იმ გუნდს ხელმძღვანელობდა, რომელიც პერსონალური კომპიუტერის შექმნაზე, ინფორმაციის Ethernet-ით გადამცემ ტექნოლოგიასა და კომპიუტერების ეკრანებზე მუშაობდა.

ჯერ კიდევ 1968 წელს ტეილორმა დაწერა: ,,რამდენიმე წლის შემდეგ ადამიანები მოწყობილობების დახმარებით ერთმანეთს უფრო ეფექტურად დაუკავშირდებიან, ვიდრე პირისპირ“. სამუშაო ჯგუფმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით შექმნა პირველი პერსონალური კომპიუტერი Alto.

The New York Times-ის ინფორმაციით, რობერტ ტეილორი ასევე კომპიუტერის მაუსის შექმნაშიც იყო ჩართული.