მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Instagram-მა ხმოვანი შეტყობინების ფუნქცია დაამატა

5c0fca115c795
ანნა ლაპიაშვილი
11.12.18 21:15
708
Instagram-მა მომხმარებლებისთვის ფუნქციები განაახლა და Twitter-ზე Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აპლიკაციით ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნა შესაძლებელი გახდა.

„დღეიდან თქვენ უკვე ხმოვანი შეტყობინების გაგზავნას შეძლებთ. ისაუბრეთ ისე, როგორც გსურთ იმისთვის, რომ თქვენი ხმა გაიგონონ, თუნდაც ეს საიდუმლო ჩურჩული და ხმამაღალი კომპლიმენტი იყოს“, - ნათქვამია მიკრობლოგში.

ჩანაწერისთვის მომხმარებლებმა ტექსტის ასაკრეფ ველთან მიკროფონის სიმბოლოს ხელი იქამდე უნდა დააჭირონ, ვიდრე ხმოვანი შეყობინება დასრულდება. ხმოვანი შეტყობინება კი, Direct განყოფილებაში გამოჩნდება. ხმოვანი გზავნილის მაქსიმალური ხანგრძლივობა ერთი წუთია და ისინი Instagram-ის სასაუბრო ზონაში იქამდე შეინახება ვიდრე მას ადრესატი მოისმენს.