25.იანვარი.2016 16:53
ბიზნესი

ინოვაციური ბიზნესის განვითარებისთვის კანონპროექტი ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს

ინოვაციური ბიზნესის განვითარებისთვის კანონპროექტი ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს
საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში, ინოვატორებისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისი შეიქმნება, - გადაწყვეტილება კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს რიგით მეოთხე სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
 
პრემიერის დავალების შესაბამისად, მოკლე ვადებზე გაწერილ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ინოვაციების სააგენტო მომავალ კვირას, სამუშაო შეხვედრაზე წარადგენს.

გიორგი კვირიკაშვილმა საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, აქცენტი მოკლევადიან, ქმედით ნაბიჯებზე გადაიტანონ და ყველა სამუშაო შეხვედრა თუ სამოქმედო გეგმის განხილვა კონკრეტულ, მოკლე ვადებზე გაწერილი სტრატეგიებით დასრულდეს.

კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოში ინოვაციების მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად.

ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ფინანსური დახმარების შესაძლებლობებს ინოვაციური ბიზნესის განსავითარებლად, რაც საქართველოში ახალი ინოვაციური საწარმოების შექმნას, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტების გამოშვებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და კონკურენტუნარიანი ბიზნესის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
გლობალური კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ქართული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ, სხდომაზე პრეზენტაცია გამართა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორმა ჯორჯ კენეიმ. ჯორჯ კენეი ინსტიტუტში ინოვაციებისა და გამოყენებითი კვლევების კომერციალიზაციის პროცესში აქტიურად იყო ჩაბმული; არის NASA-ს დაფინანსებით შექმნილი მასალების გადამუშავების ცენტრის თანადამფუძნებელი. ამჟამად ჯორჯ კენეი არის სამედიცინო ინოვაციების მიმართულებით მოღვაწე სტარტაპ კომპანიის EntraTympanic -ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.



17.ივლისი.2018 14:15
73

ნიკორა საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზეზს განმარტავს

ვრცლად
15.ივლისი.2018 15:39
103

"ნიკორამ'' საწესდებო კაპიტალი $3.25 მილიონით შეამცირა

ვრცლად
14.ივლისი.2018 16:00
130

საბროკერო კომპანია Fx Group-ში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 17:35
226

"ალდაგის'' შვილობილი კომპანია "პრემიუმ რეზიდენსი" ტექდათვალიერების ბიზნესში შედის

ვრცლად
01.ივლისი.2018 20:58
348

“ET CETERA” ახალ ალკოჰოლურ სასმელს ამატებს

ვრცლად
01.ივლისი.2018 17:05
217

“Handy” ქართულ ბაზარს ხის სათვალეებსაც შესთავაზებს

ვრცლად