მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისში კერძო საკუთრებაში არსებული სოფელი გაიყიდა

5901db4a7855e
BM.GE
27.04.17 15:50
994
ინგლისური სოფელი უესტ ჰესლერტონი, რომელიც ნორტ-იორქშირის საგრაფოში მდებარეობს და 20 მლნ ფუნტის საწყის ფასად გასაყიდად შარშან გამოიტანეს, გაიყიდა, - წერს BBC.

სოფელში 43 სახლი და 2116 აკრი მიწაა.

150 წლის მანძილზე სოფელი ერთი ოჯახის საკუთრება იყო. დასახლებული პუნქტი გასაყიდად მას შემდეგ გამოიტანეს, რაც 2010 წელს ბოლო მეპატრონე, 84 წლის ივ დოუნეი გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრეებმა ქონების გაყიდვა გადაწყვიტეს.

სოფლის ახალი მესაკუთრე, ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Albanwis გახდა.

გარიგების ღირებულებაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

სოფელს ყოველწლიურად 388 ათასი ფუნტი სტერლინგის შემოსავალი მოაქვს.