მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის სასამართლოში - "რომან ფიფია BGEO Plc ჯგუფის წინააღმდეგ" საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

5c6d1eb8593db
თამუნა ქემერტელიძე
20.02.19 13:31
2221
ინგლისის სასამართლოში - „ბიზნესმენი რომან ფიფია BGEO Plc ჯგუფის წინააღმდეგ“ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ამის შესახებ bm.ge-ის ინფორმაცია რომან ფიფიას წამომადგენელმა მიაწოდა.

მათი თქმით, ფიფია BGEO Plc ჯგუფისგან რუსთავის აზოტის უკანონოდ მისაკუთრებით მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის (დაახლოებით, 944 მილიონი აშშ დოლარი) ანაზღაურებას მოითხოვს.

“მოსამართლემ არ გაიზიარა BGEO Plc ჯგუფის პოზიცია, რომ რომან ფიფია არ არის დაზარალებული მხარე და ჩანიშნა საქმის არსებით განხილვა. რუსულ კომპანია SISTEMA-სა და BGEO Plc ჯგუფს შორის 2016 წლის აგვისტოდან დღემდე მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები, რუსთავის აზოტის ქონების ხელში ჩაგდებისა და უკანონო გადანაწილების მიზნით, რომლის შედეგიც არის ევრობანკის (EBRD)-ის 205 მილიონიანი რუსთავის აზოტისთვის 2016 წლის 30 ივნისს ხელმოწერილი პროექტის ჩაშლა.

მორიგების შესაძლებლობა არსებობს ყოველთვის, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მისი წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია დროზე, თუ დავა დასრულდება სასამართლოში, ეს თანხა იქნება არანაკლებ 944 მილიონი აშშ დოლარი. ჩემი ინფორმაციით, ლუქსემბურგის იურისდიქციაში შესაძლებელია უკვე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება, უკანონო ქმედებებზე, მათ შორის სხვისი ქონების მიტაცებაზე”, - აცხადებს ფიფიას წარმომადგენელი.

bm.ge BGEO Plc-ს უკვე დაუკავშირდა და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.