მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის Premier League-ის შემოსავალმა $6.4 მილიარდი შეადგინა

5adda49656b29
ლევან თაღიაშვილი
23.04.18 13:11
1421

ინგლისის პრემიერ ლიგის შემოსავალმა 2016-17 წლების სეზონში 6.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-იან ზრდას ნიშნავს. შემოსავლების ყველაზე დიდი ნაწილი, ტელევიზიებთან დადებულ ხელშეკრულებებზე მოდის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო ლიგამ სეზონის განმავლობაში გააფორმა. საბოლოო ჯამში კვლევის მიხედვით, ლიგის წმინდა მოგებამ $1.4 მილიარდი შეადგინა.

გარდა ამისა, ლიგაში ხელფასების რაოდენობა 9%-ითაა მომატებული. ხელფასების ლიგის შემოსავალთან თანაფარდობა 55%-ია, რაც 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ფეხბურთელების ტრანსფერებში გუნდებმა, ჯამში, $2.6 მილიარდი დოლარი დახარჯეს 2017-2018 წლების სეზონზე.