მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ეკლესიის ფონდი მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანია

592a85ca2de3a
BM.GE
28.05.17 17:00
1348
ინგლისის ეკლესიის საინვესტიციო ფონდი The Church Commissioners მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი გახდა გასული წლის შედეგებით.

Financial Times-ის ცნობით, გასულ წელს ფონდმა, რომელიც სასულიერო პირებს პენსიით უზრუნველყოფს და სხვა საეკლესიო ხარჯებს მოიცავს, საინვესტიციო შემოსავლებიდან 17.1% მიიღო. 2015 წლის შდეგების მიხედვით, საინვესტიციო შემოსავლებმა 8.2% შეადგინა.

ფონდის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ ფონდის 2016 წლის საინვესტიციო საქმიანობით ძალიან კმაყოფილია.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ფონდის საშუალო წლიური მომგებიანობა 9.5% შეადგნს.

ინგლისის ეკლესიის ფონდი დაახლოებით 8 მილიარდი ფუნტის (10.4 მილიარდი აშშ დოლარი) აქტივებს მართავს. ყველაზე დიდი სარგებელ ფონდმა პირდაპირი ინვესტიციებით მიიღო. The Church Commissioners-ის საინვესტიციო პორტფელში მნიშვნელოვანი წილი ე.წ. ჰეჯ-ფონდების ინვესტიციებს უჭირავს.