მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ მზია გიორგობიანი დაინიშნა

5ae1df7627c2e
BM.GE
26.04.18 18:16
2574
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ მზია გიორგობიანი დაინიშნა. 2014 წლის აგვისტოდან მზია გიორგობიანი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ამავე სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა 2001 წლიდან, საჯარო სამსახურში გადასვლამდე კი დასაქმებული იყო კერძო სექტორში.

მაია ცქიტიშვილს ამ ეტაპზე სამი მოადგილე ჰყავს - პირველი მოადგილეა ირაკლი ქარსელაძე, რომელიც პარალელურად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. მოადგილეები არიან ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი.