მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობის ტენდერი შეწყდა

5b5456db336d5
BM.GE
22.07.18 14:00
1251
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირების და მშენებლობის ტენდერი შეწყდა. 

მუნიციპალური განვიტარების ფონდის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია  იღებდა ვალდებულებას 26 მილიონ ლარად აეშენებინა 100 საწოლზე გათვლილი ინფექციური საავადმყოფო. შენოთავაზებული ფასი ეყრდნობოდა კომპანიის გათვლებს და არა დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რადგანაც სატენდერო პირობებით კომპანიას თავად უნდა შეექმნა საავადმყოფოს საპროექტო დოკუმენტაცია და აეშენებინა საავადმყოფო. 

"ვინაიდან საპროექტო დავალება იყო ზოგადი ხასიათის, დეტალურად არ განსაზღვრავდა საავამდყოფოს ტექნიკურ პარამეტრებს და მახასიათებლებს, ხოლო ერთდროულად პროექტირებასა და მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის შემთხვევაში დამკვეთს შეზღუდული აქვს საპროექტო დოკუმენტაციის და ტექნიკური მაჩვენებლების განსაზღვრის და მათი ხარისხის კონტროლის შესაძლებლობა, მუნიციპალური განვითარების ფონდის ახალმა მენეჯმენტმა მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში რთული იქნებოდა სასურველი ხარისხის და პარამეტრების საავამდყოფოს მიღება.

ინფექციური საავადმყოფოს სპეფიციკის, მარეგლამენტირებელი მოთხოვნების და მთლიანობაში პროექტის სირთულის გათვალისწინებით,  თანამედროვე   სტანდარტებსა და მოთხოვნებთან უკეთ ადაპტირებული დიზაინის მისაღებად, ფონდს მიზანშენწონილად მიაჩნია ტენდერი გაიყოს და კონკურსი თავდაპირველად მხოლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო  დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადდეს"-ნათქვამია ფონდის განცხადებაში. 

მას შემდეგ რაც, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდება და მიღებული იქნება საავადმყოფოს სრულფასოვანი საპროექტო დოკუმენტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით უკვე მშენებლობის ტენდერს გამოაცხადებს.