მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთის ხელისუფლება ვირტუალური ვალუტის ლეგალიზებას აპირებს

58fb261fba2dc
BM.GE
22.04.17 14:00
1123
ინდოეთის ხელისუფლება აპირებს, რომ ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტის ლეგალიზება მოახდინოს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNBC India ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გასულ კვირაში ინდოეთის მთავრობამ დისციპლინარული კომიტეტი ჩამოაყალიბა, რომელიც ვირტუალურ ვალუტას შეისწავლის, რადგან ქვეყანაში კრიპტოვალუტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. კომიტეტის საქმიანობას ფინანსთა სამინისტრო დაარეგულირებს.

CNBC-ის ცნობით, აღნიშნული კომიტეტი ბიტკოინის ლეგალიზების შესაძლებლობას განიხილავს, როგორც ოფიციალურ გადახდის საშუალებას. გარდა ამისა, ექსპერტები ახალ მარეგულირებელ წესებს განიხილავენ, რომელიც ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ კი ინიციატივას დაამტკიცებენ. ეს ზომები მომხმარებელთა უფლებებს დაიცავს და ასევე უკანონო შემოსავლის მოპოვებას დაუპირისპირდება.

ინდოეთის სარეზერვო ბანკი თავის მხრივ, ბიტკოინით ტრანზაქციისთვის კომისიის დანერგვას განიხილავს. კრიპტოვალუტით განხორციელებულ ნებისმიერ ოპერაციას გადასახადი დაეკისრება.

მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიტკოინის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 15-20 მაისს მიიღებენ.