მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს

59bfafd05f458
BM.GE
18.09.17 15:36
845
ინდოეთში კრიპტოვალუტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. სწორედ ამიტომაც, ინდოეთის ხელისუფლება ბიტკოინის მსგავსი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვების შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Business Standard ავრცელებს. ადგილობრივი კრიპტოვალუტები ინდოეთის სარეზერვო ბანკის პასუხისმგებლობაში მოექცევა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ ზოგიერთი კანონი უნდა შეცვალოს, მათ შორის, ვალუტის შესახებ კანონი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინდოეთის ხელისუფლებას ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტის ლეგალიზება სურს, - CNBC India-მ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში გაავრცელა. იმ პერიოდში ინდოეთის მთავრობამ სპეციალური კომიტეტი ჩამოაყალიბა, რომელის ფუნქციაც ვირტუალური ვალუტის შესწავლაა, ხოლო კომიტეტის საქმიანობას ფინანსთა სამინისტრო დაარეგულირებს.

ახალ კრიპტოვალუტას შესაძლოა სიმდიდრისა და კეთილდღეობის ინდური ქალღმერთის საპატივცემულოდ ლაქშმი ეწოდოს.

Coinmarketcap- ის მონაცემებით, დღესდღეობით მსოფლიოში 800-ზე მეტი კრიპტოვალუტაა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი დეცენტრალიზებული ან კერძო კომპანიების მიერ არის გამოშვებული.