მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Independent თბილისში სამოგზაუროდ 10 მიზეზს ასახელებს

5922df471d091
BM.GE
22.05.17 16:49
1402
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Independent თბილისის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მკითხველს 10 მიზეზს აცნობს, თუ რატომ უნდა იმოგზაურონ საქართველოს დედაქალაქში. გამოცემა წერს, რომ პირდაპირი რეისების დანიშვნასთან ერთად, საქართველო ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცევა სამოგზაუროდ.

პირველ მიზეზად, საბჭოთა ისტორიის გაცნობა სახელდება. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საბჭოთა ისტორია ყველგან იგრძნობა, განსაკუთრებით კი მშრალი ხიდის ტერიტორიაზე, სადაც ძველი საბჭოთა დროინდელი ნივთების შეძენაა შესაძლებელი.

მეორე მიზეზად სტატიის ავტორი ქართულ ტრადიციულ კერძს ხინკალს ასახელებს და მკითხველს მის დასაგემოვნებლად რესტორან „ბარბარესთან“ მისვლას ურჩევს.
მესამე მიზეზად აბანოთუბანი სახელდება. სტატიის ავტორი მკითხველს ფაბრიკას მონახულებასაც ურჩევს.

სტატიაში ხვდება თბილისის არქიტექტურაც. ამასთან, ავტორი მკითხველს აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებასაც ურჩევს და წერს, რომ პატარა ზომის აჭარული ხაჭაპურიც საკმარისია ორ პერსონაზე.

"დალიეთ, რასაც ადგილობრივები სვამენ", - კიდევ ერთ მიზეზად ქართული სასმელი სახელდება. ავტორი მკითხველს ქართული ღვინისა და ჭაჭის დაგემოვნებას ურჩევს. ამასთან, სტატიაში ვკითხულობთ, რომ თბილისში ჩამოსვლისას ტურისტმა აუცილებლად უნდა დააგემოვნოს ლაღიძის წყლებიც.

ბრიტანული გამოცემის რჩევებს შორის მოხვდა რიყის პარკისა და ნარიყალას მონახულებაც.

კიდევ ერთი კერძი, რომლის დაგემოვნებასაც სტატიის ავტორი მკითხველს ურჩევს სალათაა. კერძოდ, ავტორი წერს, რომ სალათის მოყვარულთათვის თბილისი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია.

ბოლოს ავტორი ტურისტებს თბილისიდან გასვლას და მცხეთის, ყაზბეგისა და ბათუმის მონახულებასაც ურჩევს.