მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინაუგურაცია არის ისტორიული მოვლენა იმ თვალსაზრისითაც, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში"

5c162b3b049a4
თელარა გელანტია
16.12.18 14:37
1312
საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკ ბახტაძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია მშვიდ გარემოში ჩაივლის.

ამის შესახებ პრემიერმა თელავში განაცხადა, სადაც ის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიებაზე მივიდა.

„ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ინაუგურაცია განსაკუთრებული დღეა და მსურს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო ეს დღე; დღეს ჩვენს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს. ვფიქრობ, ეს არის ისტორიული მოვლენა იმ თვალსაზრისითაც, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში; ჩვენ გადავდივართ სრულფასოვან საპარლამენტო დემოკრატიაზე, რომელიც არის კიდევ ერთი პრიციპული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს და ევროპულ ფასეულობებს. ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცის გზაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მამუკა ბახტაძეს იმედი აქვს, რომ ინაუგურაცია მშვიდ გარემოში ჩატარდება.

მისივე თქმით, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლებას.