მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტის ფასების ინდექსი შემცირდა

5b7ac950590ae
BM.GE
20.08.18 19:00
667
იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 10,9 პროცენტიანი ზრდა. საქსტატის ინფორმაციით, წლიურ პერიოდში ფასები 11,6 პროცენტით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 6,6 პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 1,2 პროცენტიანი კლება.