07.დეკემბერი.2017 10:10
ეკონომიკა

IMF: ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს ხელფასების ზრდა

IMF: ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს ხელფასების ზრდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, საქართველოს ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა რისკები კვლავაც არსებობს. IMF აღნიშნავს, რომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი ძლიერდება, 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება, ქვეყნის საგარეო პოზიცია გაუმჯობესდა.

ამასთან, IMF აღნიშნავს, რომ გეგმის გადაჭარბებით მიღებული შემოსავლებით გაჩნდა შესაძლებლობა დაფინანსდეს მეტი კაპიტალური ხარჯი და მოხდეს დღგ-ს ზედმეტობების ანაზღაურება 2017 წელს.

"საბანკო სექტორი რჩება ლიკვიდური, მომგებიანი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სიფრთხილე და განაგრძოს რეფორმები, რომლებიც მიმართულია ზრდის ხელისშემშლელი სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრისკენ.

2018 წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალურ კონსოლიდაციას. ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, თუმცა კაპიტალური ხარჯი იზრდება. ამის მისაღწევად უნდა გაგრძელდეს შემოსავლების ადმინისტრირების გაძლიერება, განსაკუთრებით, თავიდან იქნას აცილებული დღგ-ს ზედმეტობების დაგროვება.

ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს მიმდინარე ხარჯების, მაგალითად ხელფასების, ზრდა; გააუმჯობესოს სოციალური პროგრამების მიერ მიზნობრივი ჯგუფების წვდომა; შეამციროს სუბსიდიები და სახელმწიფო საწარმოებისთვის კაპიტალის მიწოდება. საშუალოვადიანი ფისკალური მიზნები, მათ შორის ინსტიტუციონალური ფისკალური რეფორმები, უნდა შესრულდეს პროგრამით გაწერილ ვადებში. სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე განაგრძოს ხარჯვა მაღალპრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. საჯარო ინვესტიციების მართვის უკეთესი ჩარჩო მიეხმარება ხელისუფლებას უკეთესად განაგონ საჯარო ფინანსები. ხელისუფლების განზრახვა იმის შესახებ, რომ სრულყოფილად შეაფასონ და დააკვირდნენ ფისკალურ რისკებს, უნდა აისახოს 2018 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების დანართში“, - განმარტავენ IMF-ში.
18.დეკემბერი.2017 19:07
66

"ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი არ უნდა გაიზარდოს"

ვრცლად
18.დეკემბერი.2017 18:06
118

შს სამინისტროს 24 000 თანამშრომელს "იმედი L" დააზღვევს

ვრცლად
18.დეკემბერი.2017 17:05
72

GWP 114 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

ვრცლად
18.დეკემბერი.2017 17:05
564

მალთაყვის ბულვარის მშენებლობისთვის 2 780 000 ლარი დაიხარჯება

ვრცლად
18.დეკემბერი.2017 17:05
164

არაიდენტიფიცირებული პირუტყვი სასაკლოზე ვეღარ დაიკვლება

ვრცლად
18.დეკემბერი.2017 16:04
56

ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში და არასამთავრობოების შენიშვნები

ვრცლად