19.ოქტომბერი.2018 16:30
საფინანსო სექტორი

IMF სებ-ის რეგულაციებს აფასებს

IMF სებ-ის რეგულაციებს აფასებს
სებ-ის რეგულაციების გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი აფასებს. იმას, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემაა და რომ ამ პრობლემის წინაშე უმეტესწილად დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობები დგანან ვერა მარტინიც აღნიშნავს, თუმცა აქვე IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ თავად ფაქტი, რომ ქვეყანა ზემოთხსენებული პრობლემის წინაშე დგას ფინანსური სექტორის წნეხის ქვეშ მოქცევას არ გულისხმობს.

„საბანკო სექტორი არის მომგებიანი და ლიკვიდური დღესდღეობით. ამავდროულად ვხედავთ იმასაც, რომ შინამეურნეობების უმეტეს ნაწილში დგას ჭარბვალიანობის საკითხი, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან შინამეურნეობებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია შემდეგი: თქვენ ერთი მხრივ უნდა უზრუნველყოთ ჭარბვალიანობის შემცირება ქვეყანაში და მეორე მხრივ არ უნდა დაზიანდეს ფინასნური სექტორი და არ უნდა მოხდეს მათი როლის დისკრედიტაცია, რათა მათ გააგრძელონ ის ეკონომიკური აქტივობები, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.“ - აცხადებს მერსედეს ვერა-მარტინი.

IMF-ის მისიის ხელმძღვანელის განმარტებით ქვეყანას სჭირდება რეგულაციები ფინანსურ სექტორში, იმ მნიშნელოვანი როლიდან გამომდინარე, რა როლსაც ფინანსური სექტორი თამაშობს საქართველოს ეკონომიკაში და ასევე იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება ფინანსურ სექტორში დარღვევებს, რომელსაც ამჟამად IMF საქართველოში ვერ ხედავს.
ავტორი: ელენე ჩომახიძე



16.ნოემბერი.2018 16:17
248

სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 12:02
80

ეროვნული ბანკი IOSCO-ს ასოცირებული წევრი გახდა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 11:49
55

Mastercard მომხარებელს წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 09:00
144

"საბანკო სესხი არ არის მხოლოდ ტრაგედია, რომელსაც აიღებ და ვეღარ აბრუნებ“

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:15
150

"სებ-ის რეგულაციების ახალი პროექტით კმაყოფილები ვართ"

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 17:08
449

ლარი გამყარდა

ვრცლად