16.აპრილი.2018 12:26
საფინანსო სექტორი

IMF საქართველოში მუშაობას აჯამებს

IMF საქართველოში მუშაობას აჯამებს

 

საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მილიონი ეს-დე-ერი (დაახლოებით 43.6 მილიონი დოლარი) და პროგრამის ფარგლებში მთალიანი ჩარიცხვები 90 მილიონ ეს-დე-ერს( დაახლოებით 130 მილიონ დოლარს) გაუტოლდება.

სავალუტო ფონდიის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინიმ განაცხადა, რომ პროგრამა წარმატებით მიდმინარეობს. დეკემბრის ბოლოსთვის განსაზღვრული კრიტერიუმები შესრულებულია, ხოლო მიმდინარე ხარჯკებთან დაკავშირებული გეგმიური ინდიკატორი მხოლოდ მცირედით გაირღვა. მისი თქმით, რეფორმების პროგრამა კარგად ხორციელდება და პროგრამით გათვალსიიწნებული კრიტერიუმების უმეტესობა შესრულებულია.

,,2017 წლის ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო სავაჭრო პარტნიორების მაღალი ზრდისა და მღალი ადგილობრივი მოხმარების გამო. 2017 წლის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 6.7% შეადგინა, ხოლო 2018 წლის მარტში 2.8%-მდე შემცირდა, როგორც კი გაზრდილი აქციზის გავლენა ინფლაციაზე გაილია. ექსპორტის, ტურიზმის, ფულადი გადმორიცხვების ზრდამ ხელი შეუწყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას 2017 წელს მშპ-ს 8.7%-მდე. კერძო სექტორზე გაცემული კრედიტი ხელს უწყობდა ეკონომიკურ ატივობას. ფისკალური დეფიციტი პროგრამით გათვალისწინებულზე უფრო დაბალი იყო მაღალი შემოსავლების გამო, რაც თავისმხრივ, ეკონომიკურ აღმავლობას უკავშირდება. მაღალი შემოსავლები და მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა ქმნიდა კაპიტალური ინვესტიციების ზრდის და დღგ-ს ზედმეტობების ანაზღაურების შესაძლებლობას’’-განაცხდა მერსედეს ვერა მარტინიმ.

მისი თქმით, 2018 წელს ზრდა კვლავ მაღალი იქნება, ხოლო რისკები დაბალანსებული. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სავარაუდოდ ოდნავ გაიზრდება საწვავის ფასების ზრდის და კაპიტალური ხარჯების გამო. მისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის განუხრელი შესრულება ხელს შეუწყობს მაღალ დამეტად ინკლუზიურ ზრდას, კერძო ინვესტიციების, მწარმოებლურობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობით.

,,ფისკალური დისციპლინა გაგრძელდება. ფისკალური დეფიციტი 2017 წლის 2.9%-დან 2018 წელს 2.8%-მდე შემცირდება, გაგრძელდება დღგ-ს ზედმეტობების ანაზღაურება და კაპიტალური ინვესტიციები. საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური დეფიციტი განაგრძობს შემცირებას. ამის მისაღწევად, სახელმწიფო ინვესტიციების მატების პარალელურად, საჭირო იქნება ხარჯვის ეფექტურობის ზრდა და სხვა სახელმწიფო ხარჯების მკაცრი კონტროლი’’-აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი.

მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკა შესაფერისია და მართებულადაა მიმართული ფასების სტაბილურობის უზრუნველყიფაზე. მისი თქმით, 2018 წლის ბოლოს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლის შესაბამისი იქნება. მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის დასაცავად გარეშე შოკებისგან.

,,ფინანსური სექტორის რეფორმები კვლავაც მიმართული იქნება ფინანსური მდგრადობის გაძლიერებაზე და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. ,,სასწრაფო ლიკვიდურობის მიწოდების’’ და ,,საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს’’ სისტემების შექმნა ხელს შეუწყობს ფინანსური სტაბილურობის ზრდას. მოწყვლადი მსესხებლების დასაცავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ინსტრუქცია  პასუხისმგებლიან სესხებაზე. დაგეგმილი პრუდენციული ღონისძიებები და ფინანსური ცოდნის ზრდა და მომხმარებელთა დაცვა შეამცირებს დოლარიზაციას საქართველოში’’-ნათქვამია მერსედეს ვერა მარტინის განცხადებაში.

 

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



18.ივლისი.2018 15:00
337

"ფასიანი ქაღალდების ბაზარი მოსახლეობას კაზინო ჰგონია"

ვრცლად
18.ივლისი.2018 13:11
67

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

ვრცლად
18.ივლისი.2018 13:11
32

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

ვრცლად
18.ივლისი.2018 11:31
51

ივნისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 1.3%-ით გამყარდა

ვრცლად
17.ივლისი.2018 20:00
84

"თუ ჩვენი მოსაზრებები არ იქნება გათვალისწინებული, ნეგატიური შედეგები გარდაუვალია"

ვრცლად
16.ივლისი.2018 20:20
121

"კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ინტერესთა კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით"

ვრცლად