მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: ქვეყანაში ბანკების რაოდენობა ბაზარმა უნდა განსაზღვროს

591efc507851f
ნინო კვინტრაძე
19.05.17 18:06
909
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ქართულ საბანკო სექტორში მაღალი კონცენტრაციაა. ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო ამბობს, რომ ბაზარზე ბანკების რაოდენობა თავად ბაზარმა უნდა განსაზღვროს.

"ჩვენ ვხედავთ სხვა ბანკებს და კომპანიებს, რომლებსაც ქართლ ბაზარზე სურთ შემოსვლა. ბანკების კონკურენცია მნიშვნელოვანია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. კონკურენციის გაზრდა და კონცენტრაციის შემცირება შესაძლოა მცირე ბანკების შერწყმითაც მიიღწეს.

საქართველოში ბანკები კარგად კაპიტალიზირებული, ლიკვიდური და მომგებიანია. კონცენტრაცია ნამდვილად ბაზრიდანაა განპირობებულია. თუ ბანკები და სხვა მოთამაშეები დაინახევენ რომ ნაკლები კონცნეტრაციაა საჭირო ან საჭიროა სხვადასხვა ბანკების შერწყმა, - მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერად საბანკო სექტორის კონცენტრაცია ასახავს საბაზრო ძალას, ასევე ვფიქრობთ, რომ ბაზარმა უნდა განსაზღვროს ბანკების რაოდენობაც“, - ამბობს ფრანსუა პეშო.