10.ოქტომბერი.2018 17:50
მსოფლიო

IMF გლობალურ ეკონომიკურ რისკებს ასახელებს

IMF გლობალურ ეკონომიკურ რისკებს ასახელებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოში ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობს. ორგანიზაცია რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რომელთაგან ერთ-ერთი სავაჭრო სექტორში დაძაბულობისა და უთანასწორობის მატებაა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, „სავაჭრო ომთან“ მიახლოება კიდევ უფრო მეტად აყენებს ზიანს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას“.

საერთაშირისო სავალუტო ფონდი Brexit-ის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გამოყოფამ, შესაძლოა, ევროპის საფინანსო სექტორს ზიანი მიაყენოს.

მათივე განცხადებით, ინგლისის ცენტრალური ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტი ფულის დასაბეჭდად. ამასთანავე, “ბრიტანეთის მხრიდან გადასახადების გაზრდაა მოსალოდნელი, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მთავრობის აქციები ეკონომიკას ვერ დაეხმარება“, - აცხადებს BBC.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით, ეკონომიკური ვარდნა შემდეგი წლისთვის არის მოსალოდნელი და ამის მიზეზს სავაჭრო ბარიერები წარმოადგენენ.
მათივე განცხადებით, აუცილებელია მთავრობის მხრიდან გონივრული ქმედება. მათ ხელი უნდა შეუშალონ 2008 წელს დაწესებული საბანკო რეგულაციების გაუქმებას, რათა არ განმეორდეს 2008 წლის ფინანსური კრიზისი.

„ამერიკის ეკონომიკა გაძლიერდა, რაც ინვესტორებს აძლევს სტიმულს, შევიდნენ ქვეყნის ბაზარზე და ინვესტიციები დოლარში განახორციელონ. ინფლაციის საფრთხის გასანეიტრალებლად, აშშ-ს ცენტრალური ბანკი და ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთს ზრდის, რაც აშშ-ს ბაზარს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის“, - წერს BBC.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამერიკის ეკონომიკის სწრაფ ზრდასა და ბაზრის გამყარებაში მოსალოდნელ რისკს ხედავს. რადგან შექმნილი ვითარება აუარესებს ისეთი განვითარებადი ქვეყნების მდგომარეობას, რომელსაც დიდი ოდენობის ვალი აქვთ აღებული.
ავტორი: ნინი თურქია



22.თებერვალი.2019 00:34
3326

Apple iPhone,iPad და Mac-ისთვის საერთო აპლიკაციებს შექმნის

ვრცლად
22.თებერვალი.2019 00:07
3416

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა 24 საათში $5.9 მლნ-ის შემოწირულობა მიიღო

ვრცლად
21.თებერვალი.2019 22:24
2459

კოპენჰაგენის ერთ-ერთ სასტუმროში ოთახები მიკრობებისგან თავისით სუფთავდება

ვრცლად
21.თებერვალი.2019 21:32
1369

Samsung-ის უსადენო ყურსასმენი $129 ეღირება

ვრცლად
21.თებერვალი.2019 18:00
775

რა სიახლეები აქვს Samsung-ის ახალ მოდელებს? (ვიდეო)

ვრცლად
21.თებერვალი.2019 13:00
2069

“სისტემური კორუფციისთვის” ლიტვამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დააკავა

ვრცლად