მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველომ შრომის ბაზრის მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს

58f5ee5ab8df8
BM.GE
18.04.17 14:45
1025
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს განათლების რეფორმის გატარებისას ყურადღების გამახვილებას სამუშაო ძალის უნარების გაძლიერებაზე ურჩევს. ფონდი საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით, "სამუშაო ძალის არაადეკვატური განათლების დონე" ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხია. განათლების ხარისხი კი საქართველოში სხვა მსგავსი განვითარების დონის მქონე ქვეყნებთან შედარებით, დაბალია.

სავალუტო ფონდი წერს, რომ საგანმანათლებლო შედეგები განსაკუთრებით დაბალია რეგიონებში, რაც მაღალ უმუშევრობას იწვევს. ამასთან, დაბალია უნივერსიტეტებში ჩაბარების რაოდენობაც, - საქართველოში ეს ციფრი 30%-ია, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კი 60%.

"შედეგად, საქართველოს შრომის ბაზარზე უნარ-ჩვევების და ტექნიკური ცოდნის მქონე კადრების ნაკლებობაა, როგორც სოფლის მეურნეობის ასევე საინჟინრო დარგებში", - წერს სავალტო ფონდი.

IMF აღნიშნავს, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნები.

სავალუტო ფონდი საქართველოში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას სტრუქტურული რეფორმების გატარებით ელოდება. სტრუქტურულ რეფორმებში ერთ-ერთი კი სწორედ განათლების რეფორმაა.