მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურსი "ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის"

BM.GE
01.02.19 10:07
813
თიბისი ბანკი, ბრითიშ პეტროლეუმი საქართველო, ლივინგსტონი, ასოციაცია „ქართული ღვინო“, დიო, შავი ზღვის უნივერსიტეტი და ჯეოსელი, აჭარა ჯგუფი, ჯიპისი ჰოლდინგი, პროფესიული სწავლებისა და ტრენინგის ცენტრი ქუთაისში - ვინ შეიძლება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ შემდეგი ჯილდოს მფლობელი გახდეს ეს პირველ ეტაპზე თავად იმ კომპანიაზეა დამოკიდებული ვინც განაცხადს წარადგენს. შემდეგი ეტაპი უკვე საუკეთესოების შერჩევაა. პროფესიასა და კარიერაში ქალების განვითარების ხელშეწყობის კონკურსი წელს მეოთხედ ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება კერძო სექტორში მოქმედ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებიც ქალების პროფესიული განვითარების და წინსვლის საორგანიზაციო კულტურას ამკვიდრებენ და თავიანთ კომპანიებში თანასწორ გარემოს, თანაბარ წვდომას რესურსებსა და შესაძლებლობებზე უზრუნველყოფენ. წელს წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი კონკურსს ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ერთად ატარებს, რას ითვალისწინებს საკონკურსო მოთხოვნები და რას ემსახურება თავად კონკურსი?

სტუმარი: მაგდა მაღრაძე - "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი", აღმასრულებელი დირექტორი