მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმერეთში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი"

5b7bc0ae1db54
BM.GE
21.08.18 11:34
604
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს წარუდგინა. შეხვედრაზე იმერეთის რწმუნებულმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის რეგიონის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

,, ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა საქართველოში ყველაზე დიდი რეგიონის ხელმძღვანელობა. ვიცი, რომ იმერეთში ამ ეტაპზე ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რეგიონის განვითარებისთვის. მზად ვარ მაქსიმალური გავაკეთო და ხელი შევუწყო ახალი პროექტების დაწყებასა და სახელმწიფო პროგრამების სწორად ათვისებას ამ რეგიონში. ვაპირებ მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და დეპუტატებთან ერთად ეტაპობრივად გადავჭრა ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს იმერეთის მოსახლეობისთვის აქტუალურია. მჯერა ცნტრალური ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეგიონებში ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის,,-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.

დღესვე, იმერეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე რამდენიმე პროექტი დაათვალიერა.