08.მარტი.2016 10:38
ბიზნესი

იმერეთის რეგიონში ტყემლისა და თხილის ბაღები გაშენდა

იმერეთის რეგიონში ტყემლისა და თხილის ბაღები გაშენდა
იმერეთის რეგიონში 71 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. 11 ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში დაფინანსება მიიღო, ჯამურად 380 000 ლარი.
 
დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის "დანერგე მომავალი" მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთში, ვანის რაიონის სოფელ შუამთაში დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, ჯემალ რამიშვილის ბაღის გაშენების პროცესი. ჯემალ რამიშვილი პროგრამაში 2015 წლის 4 ოქტომბერს ჩაერთო და 10 ჰექტარზე თხილისა (7 ჰა) და ტყემლის (3 ჰა) ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 25,262.50 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 9,450.00 ლარი ნერგებზე ხოლო 15,812.50 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

იმერეთში: ვანის, წყალტუბოს, ზესტაფონის, და სამტრედიის რაიონებში 70 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ტყემალი, ხურმა, ლურჯი მოცვი , თხილი და კაკალი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1172 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 5.7 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის "დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის,ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;

• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

პროექტის "დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.

 



16.თებერვალი.2019 11:20
1795

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
144

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2334

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
118

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
984

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
855

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად