სამშ, 17 ოქტომბერი
სამშ, 17 ოქტომბერი
ახალი ამბები:
ENG
12.10.2017 | 12:42

იმერეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილი კანდიდატების ქონება

კატეგორია: ეკონომიკა
არჩევნებზე პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესწილები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმერეთის მუნიციპალიტეტებში (ქუთაისი, ხონი, ხარაგაული, თერჯოლა, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, ტყიბული, წყალტუბო) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიული სიების პირველ ნომრებზე.

წარმოდგენილი ინფორმაცია ჩვენ მიერ საჯარო რეესტრის მონაცემებისა და ზოგიერთი კანდიდატის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების ანალიზს ეფუძნება.

კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა:

ორგანიზაციის მიერ გამოკვლეულ 5 პარტიას შორის, მერობის კანდიდატი იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ჰყავს “ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” და საარჩევნო ბლოკ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. საარჩევნო ბლოკ “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი არ ჰყავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხოლო საარჩევნო ბლოკ „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალ საქართველოს” მერობის კანდიდატები ჰყავს მხოლოდ ხარაგაულში, ზესტაფონსა და წყალტუბოში. რაც შეეხება „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”, მერობის კანდიდატები არ წარუდგენიათ საჩხერეში, ბაღდათსა და ხონში.

იმერეთის მუნიციპალიტეტში მერობის 73 კანდიდატს შორის მხოლოდ ხუთია ქალი.

იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიების პირველ ნომრებს შორის 20 ქალია, აქედან ორი ქალი კანდიდატი მმართველმა პარტიამ წამოაყენა. ყველაზე მეტი ქალი პარტიული სიის პირველ ნომრად (9 კანდიდატი) პარტიამ “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა” დაასახელა.

იმერეთის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი მერობის 12 კანდიდატიდან, 3 შესაბიმისი მუნიციპალიტეტის (ბაღდათი, სამტრედია, ხარაგაული) მოქმედი გამგებელია;

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ შესწავლილ კანდიდატებს შორის 11 კანდიდატი გამოიკვეთა, რომლებმაც გაიღეს შემოწირულობა პარტიებისთვის. შესწავლილი კანდიდატები, ძირითადად, საკუთარ პარტიებს ურიცხავენ შემოწირულობებს. კახაბერ მახათაძემ - “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა 2016-2017 წლებში, დანარჩენ შესწავლილ კანდიდატებს შორის, ყველაზე მეტი თანხა გაიღო პარტიისთვის, კერძოდ მან “ქართულ ოცნებას” - ჯამში 90 000 ლარი გადაურიცხა. 89 234 ლარი შესწირა საკუთარ პარტიას საარჩევნო ბლოკ “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და პარტიული სიის პირველმა ნომერმა ხვიჩა წკეპლაძემ.

“ქართული ოცნების” 12 კანდიდატიდან 6 მერობის კანდიდატი არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი (გიორგი ჭიღვარია-ქუთაისი, კახაბერ მახათაძე-ზესტაფონი; ბონდო სოფრომაძე-თერჯოლა; არჩილ გოგსაძე- ბაღდათი; ლადო ჯურხაძე-ხონი; ვალერიან ფოცხვერია-სამტრედია.); “ევროპული საქართველოს” მერობის ერთი ( კობა მოდებაძე-საჩხერე) და “პატრიოტთა ალიანსის” სამი კანდიდატი არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი (გრიგოლ ბახტაძე-ქუთაისი; ხვიჩა წკეპლაძე-თერჯოლა; პაატა კიკნაძე-ხარაგაული).

შესწავლილი პარტიების პარტიული სიების პირველ ნომრებად წარდგენილი კანდიდატებიდან “ქართული ოცენების” 2 კანდიდატი (ნიკოლოზ ლატარია-ქუთაისი, მანანა ბარბაქაძე-ხარაგაული), ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” 3 კანდიდატი (ბესიკ ბრეგაძე-ქუთაისი; პაატა ლეჟავა-ვანი; მამაუკა საღარეიშვილი-წყალტუბო) არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი.

კვლევის სრული ნახვა შეგიძლიათ ბმულზე
უკან დაბრუნება
103ნახვა
იმერეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილი კანდიდატების ქონება
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი