მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკმა Facebook-ში Tesla-სა და SpaceX-ის გვერდები წაშალა

5ab6325a8bb57
BM.GE
24.03.18 17:00
2008
კამპანია #deletefacebook მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სოციალურმა ქსელმა 50 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გაამჟღავნა.

მასკმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ მისმა გამომწერებმა მოუწოდეს ამის შესახებ. ბიზნესმენის თქმით, აქამდე არც ჰქონდა გაანალიზებული, რომ SpaceX-ს ჰქონდა ფეისბუქი. მოგვიანებით, მისმა „ფოლოვერებმა“ მას Tesla-ს ფეისბუქ გვერდის გაქრობაც მოსთხოვეს, რასაც მასკი ასევე დაეთანხმა. მთლიანობაში 2 კომპანიას ფეისბუკზე 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს Facebook-მა 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები გადასცა დონალდ ტრამთან ასოცირებულ კომპანია Cambridge Analytica-ს. ახალგაზრდა მილიარდერს პასუხების გაცემა შეიძლება კონგრესისა და ევროპარლამენტარების წინაშეც მოუხდეს.