მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილიაუნის 208 პროფესორი სტუდენტებს სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს

5c672556b334e
BM.GE
15.02.19 17:28
2068

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 208 პროფესორი განცხადებას ავრცელებს.

პროფესორები ილიაუნის სტუდენტების იმ ნაწილს პასუხობენ, რომლებიც მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

“გუშინ გავრცელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის განცხადება, რომ ისინი, მათი ულტიმატუმების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აპირებენ, დაიწყონ შიმშილობა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გამოვხატავთ უკიდურეს წუხილს იმის თაობაზე, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კომუნიკაციის პროცესმა ასეთი რადიკალური სახე მიიღო.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას სათავე დაუდო ბატონი გიორგი ქადაგიძის მიერ ულტიმატუმების ენით საუბარმა. ჩვენთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია ნებისმიერი მიზნით ახალგაზრდების ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება.

მივიჩნევთ, რომ პროცესების ასეთი რადიკალიზაცია პირდაპირ არის მიმართული უნივერსიტეტის თავისუფალი და პლურალური სივრცის, მისი ავტონომიის ხელყოფისკენ და აფერხებს ინსტიტუციური განვითარების პროცესებს.

ვთავაზობთ სტუდენტებს, შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებს უნივერსიტეტის კოლეგიალურ ორგანოებთან, აკადემიურ პერსონალთან, ადმინისტრაციასთან, რათა გამოვიყენოთ ყველა რესურსი ამ კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსასვლელად.

ვფიქრობთ, რომ სტუდენტების ყველა შემოთავაზება განხილულ უნდა იქნეს სადისკუსიო წინადადებების ფორმით, რათა სამუშაო პროცესის შედეგად უნივერსიტეტმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას განვითარების გზაზე”, - ნათქვამია ილიაუნის პროფესორების განცხადებაში.

სტუდენტების ნაწილი ილიაუნის რექტორის გიგა ზედანიას გადადგომას ითხოვს.