მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილიაუნი Forbes-თან ერთად აბიტურიენტებისთვის ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსს - aBItour ჩაატარებს

58fa2b01e34fa
BM.GE
21.04.17 19:50
1142
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, ყველაზე გავლენიან ბიზნესგამოცემასთან, „ფორბსთან“, ერთად, მაისში აბიტურიენტებისთვის ჩაატარებს ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსს - aBItour.

პროექტში მონაწილეობა აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას:

· მიიღონ მეტი ინფორმაცია ბიზნესგანათლებისა და მომავალი პროფესიის შესახებ - გააკეთონ სწორი არჩევანი;
· მიიღონ ბიზნესიდეის ფორმირებისა და მისი წარდგენისთვის საჭირო ცოდნა, გამოიმუშაონ საჭირო უნარ-ჩვევები - იყონ მზად ბიზნესის კეთებისთვის;
· გაიცნონ მსგავსი ინტერესების ადამიანები და მათთან ერთად მოახდინონ ინოვაციური და კრეატიული იდეების გენერირება - დაიწყონ ბიზნესი;
· მოიპოვონ სასტიპენდიო ვაუჩერი - თავად დაიფინანსონ სწავლა.

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად. პირველი ეტაპის ფორმატი განისაზღვრება მას შემდეგ, რაც რეგისტრაცია დასრულდება. მეორე ეტაპი გულისხმობს აქსელერაციას (აბიტურიენტებს მოვამზადებთ მესამე ფინალური ეტაპისთვის, ვასწავლით ბიზნეს იდეაზე მუშაობას, პრეზენტაციის ხელოვნებას და სხვა საჭირო ინფორმაციას მივაწვდით); მესამე ეტაპი კი გულისხმობს იდეების პრეზენტაციას (ფიჩინგს).

პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 1000 ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით;

მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 650 ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით.

ყველა ნახევარფინალისტი გაემგზავრება ილიაუნის კომფორტულ სასტუმროში ყაზბეგში, სადაც მათ მასტერკლასებ ჩაუტარებენ სფეროში წარმატებული ადამიანები.
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე iliauni.edu.ge არაუგვიანეს 29 აპრილისა.