17.მარტი.2016 13:13
ეკონომიკა

ილია ელოშვილი: ენერგეტიკის სამინისტროში არცერთი ჩავარდნილი პროექტი არ არსებობს

ილია ელოშვილი: ენერგეტიკის სამინისტროში არცერთი ჩავარდნილი პროექტი არ არსებობს
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი ენერგეტიკის დარგში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზებს ასახელებს. როგორც ელოშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გავლენა ლარის კურსმაც იქონია. ამასთან ელოშვილი მიზეზად იმასაც ასახელებს, რომ ყველაზე მსხვილ პროექტებს საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა, დღეს კი აღნიშნული პროექტები უკვე მშენებლობის ფაზაშია.
 
"არ არსებობს არცერთი ჩავარდნილი პროექტი ენერგეტიკის სამინისტროში. 2 მილიარდის პროექტების მშენებლობა მიმდინარეობს უსწრაფესი ტემპებით, ნახევარი მათგანი უკვე დასრულების ფაზაშია.

ჩვენ გვერდში ვუდგავართ ყველა ინვესტორს. რეალობა არის ის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ენერგეტიკაში დაახლოებით 2 მილიარდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა განხორციელებული.

ენერგეტიკაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას აქვს შემდეგი საფუძველი, მათი ძირითადი ბირთვი, ანუ დიდი პროექტები დაიწყო 2013 წელს. დღეს ყველა ეს დიდი პროექტი შესულია მშენებლობის ფაზაში და ისინი გადავიდნენ სესხების გასტუმრებაზე, ასევე კლება ციფრობრივ გამოხატულებაში გამოიწვია ლარის კურსმაც.
ასევე 2015 წლის მონაცემებში არ შესულა ნენსკრაც. ეს მეორე ტალღა ისევ სწრაფ მატებას გვაჩვენებს", - განაცხადა ელოშვილმა.



16.თებერვალი.2019 20:10
1065

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
1188

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:30
1322

გაზსაცავის წინასამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:00
1429

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:40
1766

2018 წლის იანვართან შედარებით, ქარის სადგურის გამომუშავება 8%–ით შემცირდა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:00
933

მთავრობა ქარსაცავი ზონების მოწესრიგებისთვის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

ვრცლად