19.იანვარი.2016 10:36
მსოფლიო

ილჰამ ალიევმა მთავრობას ეკონომიკის და ეროვნული ვალუტის მხარდაჭერის გეგმის შემუშავება დაავალა

ილჰამ ალიევმა მთავრობას ეკონომიკის და ეროვნული ვალუტის მხარდაჭერის გეგმის შემუშავება დაავალა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთავრობას ეკონომიკის და ეროვნული ვალუტის მხარდაჭერის გეგმის შემუშავება დაავალა, რომელიც მათ შორის გაითვალისწინებს სავალუტო ბაზრის რეგულირების გაძლიერებას, ბანკების დახმარებას და სახელმწიფო აქტივების გაყიდვას, განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიამ გუშინ. გასული წლის დეკემბერში, აზერბაიჯანმა ეროვნული ვალუტის, მანათის მცურავ კურსზე გადასვლა გადაწყვიტა, მსოფლიოში ნავთობის გაუფასურების და მისი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის, რუსეთის ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ბოლო თვეში მანათმა აშშ დოლარის მიმართ თავისი ღირებულების 33% დაკარგა, ქვეყანამ კი სავალუტო რეზერვების ნახევრაზე მეტი.

მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სამშაბათს პარლამენტი საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც განიხილავენ მთავრობის წინადადებებს სავალუტო ბაზრის რეგულირების გაძლიერების შესახებ. ზუსტად როგორ გამკაცრდება რეგულირება, ჯერ ცნობილი არ არის. ალიევმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობამ პრივატიზაციის მასშტაბური გეგმა მოამზადა, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განიხილება წინადადება პრობლემური ბანკების აღდგენის შესახებ, ხოლო დეპოზიტების დაზღვევა და სახელმწიფო ობლიგაციების ემისია კი ეროვნული ვალუტის კურსის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. აზერბაიჯანის სახელმწიფო ფონდმა, SOFAZ-მა გუშინ განაცხადა, რომ დასუსტებული მანათის მხარდასაჭერად $193.9 მლნ გაყიდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა კი 2017 წელს დასაფარი $500 მლნ-ის ობლიგაციების მფლობელებს მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა შესთავაზა.



22.იანვარი.2019 01:03
38

WhatsApp ცრუ ამბებთან ბრძოლას ამკაცრებს

ვრცლად
21.იანვარი.2019 21:18
106

EU მოქალაქეებს ბრიტანეთში დასარჩენად შესავსებ დოკუმენტაციაში £65-ის გადახდა აღარ მოუწევთ

ვრცლად
21.იანვარი.2019 19:46
171

ჩინეთის ეკონომიკის ზრდა შენელდა

ვრცლად
21.იანვარი.2019 18:23
501

28 მილიარდერი 3.8 მილიარდ ადამიანზე უფრო მდიდარია

ვრცლად
21.იანვარი.2019 16:58
285

ვის ეკუთვნის მთვარე და მისი სასარგებლო წიაღისეული?

ვრცლად
20.იანვარი.2019 16:10
581

Motorola RAZR ბაზარზე შესაძლოა, $1500-დოლარიანი სმარტფონის სახით დაბრუნდეს

ვრცლად