ოთხ, 18 ოქტომბერი
ოთხ, 18 ოქტომბერი
ახალი ამბები:
ENG
24.12.2015 | 11:41

ილჰამ ალიევი: ნავთობის გაიაფება ვიღაცის ჩანაფიქრია, აზერბაიჯანი უბრალოდ იტანჯება ამ სიტუაციით

კატეგორია: მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ამ კვირაში მანათის ახალი დევალვაცია გარდაუვალი იყო, ნავთობის მკვეთრი გაიაფების გამო, რაშიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა „ვიღაცის ჩანაფიქრი“ დაინახა. ამ კვირის დასაწყისიდან, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეწყვიტა მანათის მხარდაჭერა, რამაც 1 დღეში აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტის 48%-იანი დევალვაცია გამოიწვია აშშ დოლარის მიმართ, ამ წლის თებერვალში 33%-იანი გაუფასურების შემდეგ. მარეგულირებელმა, კურსის შესანარჩუყნებლად, აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვების ნახევარზე მეტი დახარჯა. ნავთობი და გაზი აზერბაიჯანის ექსპორტის 95%-ს შეადგენს და საბიუჯეტო შემოსავლების 75%-ს, რაც მას განსაკუთრებით დამოკიდებულს ხდის ამ საქონელზე.

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ამის თავიდან აცილებას, ველოდებოდით ნავთობის ფასის სტაბილიზაციას. როცა ნავთობის ფასი $50-ზე დასტაბილურდა, ჩვენ გარკვეულწილად დავმშვიდდით, რომ დევალვაციის საჭიროება არ იქნებოდა. თუმცა ახლა ნავთობის ფასი $36-მდე დაეცა“, - განაცხადა ალიევმა.

ივლისში, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მანათის სტაბილიზაციის პირობად ბარელ ნავთობზე $50-იანი ფასი დაასახელა. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასის ასეთი მკვეთრი შემცირება ეჭვებს იწვევს.

"შეინიშნება მსოფლიო ეკონომიკის გარკვეული ვარდნა, თუმცა არც ისეთი სიჩქარით, რომ ნავთობის ფასი 3-ჯერ შემცირებულიყო წლის განმავლობაში", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. "მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს მოფიქრებული პოლიტიკაა. ამ პოლიტიკის მიზანი კი არავისთვისაა საიდუმლო. აზერბაიჯანი უბრალოდ იტანჯება ამ სიტუაციით", -განაცხადა ალიევმა მეტი კონკრეტიკის გარეშე. ამ კვირაში Brent-ის ფასი 2004 წლის დონემდე დაეცა, ჭარბი მიწოდების მიზეზით.
უკან დაბრუნება
823ნახვა
ილჰამ ალიევი: ნავთობის გაიაფება ვიღაცის ჩანაფიქრია, აზერბაიჯანი უბრალოდ იტანჯება ამ სიტუაციით
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი