17.მარტი.2016 17:44
ბიზნესი

იციკ მოშე: ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო შეიძლება სტარტაპების ქვეყანა იყოს

იციკ მოშე: ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო შეიძლება სტარტაპების ქვეყანა იყოს
2015 წლის წინასწარი მონაცემები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2014 წელთან შედარებით შემცირებულია. თუმცა, 2013 წელთან შედარებით გაზრდილია. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში ისრაელი არ ფიგურირებს, თუმცა მისი ინვესტორები საქართველოთი ინტერესდებიან. აღნიშნული თემით "ბიზნესკონტაქტთან" საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თავმჯდომარე, იციკ მოშე საუბრობს.

- ისრაელი საქართველოში სტარტაპების განვითარებით დაინტერესდა. რატომ არის ქვეყნისათვის სტარტაპების გაზრდა მნიშვნელოვანი და აქვს თუ არა ღარიბ ქვეყანას ამის ფუფუნება და შესაძლებლობა?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბაზარზე მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ამერიკული კომპანია Product Savvy შემოვიდა, რომელიც ისრაელის მაღალი ტექნოლოგიების ვეტერანი გუნდის მიერ არის დაარსებული. ამ წუთებში კომპანია Product Savvy ქართველი სტუდენტებისთვის ტექნო პარკში ლექციას ატარებს. ამჟამად საქართველოში 7 ერთობლივი ისრაელ-საქართველოს სტარტაპი მუშაობს. მე არ მეგონა თუ ასე სწრაფად ასეთი დონის კომპანია ჩამოვიდოდა, რომელსაც შეუძლია ქართველ სტარტაპებს დახმარება გაუწიოს მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად.

თვითონ ისრაელის მოდელის გადმოტანა საქართველოში და მათი აქ ყოფნა უდიდესი ინვესტიციაა და ქართველი ადამიანებისთვის დიდი გზის გახსნაა. მაგალითად, 26 მაისს ჩვენთან ისრაელიდან დომ მორანი ჩამოვა. ეს არის ის ადამიანი, ვინც ე.წ. “ფლეშკა“ გამოიგონა, რომელიც 1,5 მილიარდ დოლარად გაიყიდა. არ არის აუცილებელი და საჭირო ყველა გამოგონებაში მაღალ დონეზე ფლობდე პროგრამირებას. როდესაც მე ქართველ ახალგაზრდებს ვხვდები, ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოში პროგრამირება მაღალ დონეზე არ არის განვითარებული.

ისრაელის გამოკვლევით, ისრაელში უკვე თითქმის 1000 სტარტაპი გაიყიდა და ბოლო 10 წელიწადში და 50 მილიარდი დოლარი შემოვიდა.

- ხშირად საუბრობენ, რომ ბიზნესის დაწყება რთულია, იმიტომ რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ნაკლებია

- წინა წელს ჩვენ საქართველოში 500 ადამიანი ჩამოვიყვანეთ, რომლებიც ისრაელის საზოგადოებაში საერთო აზრს ქმნიან. მათ შორის 100 ადამიანი წამყვანი IT კომპანიის წარმომადგენელი. დღეს 7 სტარტაპის კომპანია ჩამოვიყვანეთ და მე შემიძლია ვთქვა, რომ სამ თვეში ისრაელიდან 7 კომპანიის ჩამოყვანა, ეს უდიდესი გამარჯვებაა, ვინაიდან ჩვენ გამოცდილება სხვა სფეროდან გვაქვს. მნიშვნელოვანია საქართველოში სტარტაპების ამოქმედება, რადგან ქართველი ბავშვში, ქართველ სტუდენტში ეს ბუნება ზის. ისრაელი მაგალითად ინდოეთშიც მუშაობს, სადაც პროგრამისტებს ეძებს. ისრაელი სტარტაპის განვითარებაზე ინდოეთთან არ თანამშრომლობს. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო შეიძლება სტარტაპების ქვეყანა იყოს.

- რა ტიპის თანამშრომლობა შეიძლება შედგეს ამ ორ ქვეყანას შორის?

- ისრაელის მხრიდან საქართველოში სტარტაპებზე თანამშრომლობა დაწყებულია. პირველი ამ ორი ქვეყნის ერთობლივი სტარტაპი უკვე გამოვიდა და ბაზარზეა. ისრაელის კომპანიების ჩამოყვანა საქართველოში და ქართველ პროგრამისტებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის ჩვენ ტერმინოლოგია უნდა ვიცოდეთ. მთავარია იდეის ჩამოყალიბება, სტარტაპის ჯგუფის შექმნა და ამის შემდეგ მნიშვნელოვანია კომპანია Product Savv-თან ერთად გზის გაკაფვა. საქართველოში ასეთი ადამიანები არსებობენ.
მე ამის მჯერა, რომ პირველი სტარტაპი, რომელიც მსოფლიოში გავა, ეს იქნება ყველაზე ღარიბ სოფელში, ყველაზე ღარიბი ოჯახის შვილის მიერ გამოგონილი. ჩემი გამოცდილებიდან შესაძლოა ნაკლებად მჯეროდეს, რომ რამე წარმოებამ ნაკლებად გაამართლოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სტარტაპოების სფერო საქართველოში ძალიან წარმატებული იქნება.

- სახელმწიფომაც გამოთქვა სურვილი, რომ გარკვეული სტარტაპების წახალისების პროგრამები არსებობდეს. არის ეს სახელმწიფოს საქმე?

- მე მაინც მგონია, რომ ისრაელი მოდელის გადმოტანა საქართველოში ნიშნავს რომ საქართველოში ან ეკონომიკის სამინისტრომ, ან მერიამ ეს სფერო აამოქმედოს, რადგან ისრაელის მოდელი ნიშნავს იმას, რომ ისრაელში 1993 წელს მთავრობამ 100 მილიონი დოლარი გამოყო, რის შემდეგაც ეს სფერო განვითარდა. აუცილებელია, მთავრობა ამ საკითხებში ჩაერთოს. იმიტომ, რომ ეს არის, როგორც ქათამი და კვერცხი, რა უნდა იყოს პირველი. მანამ სანამ პირველი ქართული სტარტაპი მსოფლიოში გავა, მანამდე ის სარისკო ფონდები არ შემოვლენ. ისრაელში ასობით სარისკო ფონდია, რომლებიც ამაში ასობით მილიონ დოლარს დებენ. დღეს ისრაელში ავსტრალიის კომპანია შემოვიდა, რომელიც მილიარდ დოლარს დებს იმისთვის, რომ ისრაელის სტარტაპები შეისწავლოს. საქართველოში, როგორც მეგობარ ქვეყანაში ჩვენ ისრაელის სტარტაპების წარმატებული კომპანიები ჩამოგვყავს, რათა ეს საკითხი ქართველებთან ერთად შევიმუშაოთ.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ არ ვართ ის კომოპანია, თუ სავაჭრო პალატა, რომელსაც უნდა, რომ ამ სფეროში მარტო მან იმუშაოს. ჩვენი სურვილია ინიციატივა გავაკეთოთ სტარტაპების სტარტაპი. ჩვენ გვინდა ვიყოთ ის სტარტაპი, რომელიც საქართველოში სტარტაპებს აამუშავებს. ამის პირველი ნიშნები კი უკვე ჩანს. ჩვენ ვიყავით საქართველოში პირველი სავაჭრო პალატა. ალბათ ჩვენი ინიციატივით ბევრი საკითხი გადაიჭრა საქართველოში და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ თუ საქართველოში სტარტაპები განვითარდება, რისიც მე მჯერა, ეს ჩვენი წამოწყებული იქნება.

- სტარტაპების განვითარებას სჭირდება თუ არა ტექნოლოგიების განვითარება და ქვეყნის ეკონომიკა უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ სტარტაპი ჩამოყალიბდეს და განვითარდეს. ვისთვის უნდა გაკეთდეს ეს სტარტაპები?

- სტარტაპების განვითარებას სჭირდება ის ნიჭი და ამბიცია, ოცნება და რისკზე წასვლა, რომელიც ყველა ქართველ ახალგაზრდას აქვს. ამას არ სჭირდება დიდი ინდუსტრია, ასობით მილიონი დოლარი. ამას სჭირდება ის, რაც ქართველ ახალგაზრდებს უკვე აქვთ.



20.სექტემბერი.2018 09:00
26

"ჯორჯიან პროდაქტი"-ს ხორცპროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 15:41
538

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 22:00
291

"სვი ჭაჭა მეტრობით" - ალკომეტრი საკუთარი ჭაჭის ჩამოსხმას იწყებს

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 14:00
1386

ქართული რეცეპტებებით დამზადებული სადილები სავაჭრო ქსელში გაიყიდება

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 11:00
1823

ქართული ტრადიციული კერძები ექსპორტზე გავიდა

ვრცლად
15.სექტემბერი.2018 21:00
195

Keyword.ge – ქართული დომეინების "სათავსო"

ვრცლად