07.დეკემბერი.2017 12:15
ეკონომიკა

ICC: 13 მიზეზი თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი საპენსიო რეფორმის განხორციელება

ICC: 13 მიზეზი თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი საპენსიო რეფორმის განხორციელება
საერთაშორისო სავაჭრო პალატა მიიჩნევს, რომ საპენსიო რეფორმის მთავრობის მიერ შემოთავაზებული ვარიანტის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის. ICC აღნშნულის 13 მიზეზ ასახელებს:

1 - დაქირავებით დასაქმებულთა 70%-სთვის 30 წლის განმავლობაში განსახორციელებელი შენატანის მიუხედავად, საპენსიო რეფორმა ვერ უზრუნველყოფს ე.წ. ღირსეულ პენსიას.

2 - საპენსიო რეფორმა ვერ უზრუნველყოფს არსებული სოციალური პენსიის სისტემის ალტერნატივის შექმნას.

3 - საპენსიო რეფორმა ადმინისტრაციულად ვერ უზრუნველყოფს თვითდასაქმებულების და უმუშევრების დაფარვას, რაც მნიშვნელოვანი უკმაყოფილების საგანი გახდება.

4 - ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მხოლოდ 10% ნახავს ჰიპოთეტურ სარგებელს სქემაში მონაწილეობით

5 - რეფორმა ხელს უწყობს საქართველოში უთანასწორობის ზრდას

6 - ნაცვლად იმისა, რომ რეფორმის შედეგად მოხდეს საპენსიო უზრუნველყოფაზე გათვალისწინებული საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, რეფორმის შედეგად იზრდება მსგავსი ხარჯების ზრდის რისკი.

7 - საპენსიო რეფორმა გამოიწვევს არაფორმალური შრომითი გარიგებების დადებას და წაახალისებს ჩრდილოვან ეკონომიკას, რაც შესაძლოა, საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების მიზეზი გახდეს.

8- რთულდება ბიზნესის კეთების პროცესი

9 - მთავრობა შეეცდება გაზრდილი დანახარჯების დასაფინანსებლად ფონდში აკუმულირებული თანხების გამოყენებას

10 - საქართველოში ინვესტიციების მაღალ რისკიანობიდან გამომდინარე, საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების საქართველოში დაბანდება არ არის მიზანშეწონილი

11 - პოლიტიკური რისკები

12 - გაზრდილი და არარეალისტური მოლოდინების შექმნიდან გამომდინარე რეფორმის წარუმატებლობის შემთხვევაში , სახელმწიფო მიმართ ნდობის შემცირება

13 - საპენსიო რეფორმის არსებული სქემით შემოღების შემთხვევაში, მისი გაუქმება ან ცვლილება თითქმის შეუძლებელი იქნება; იგი არ იძლევა მოქნილობის საშუალებას და ატარებს შეუქცევად ხასიათს.



19.ივლისი.2018 15:53
192

თბილისის და ქუთაისის ლოჯისტიკური ცენტრები, შესაძლოა, ერთმა კონსორციუმმა ააშენოს

ვრცლად
19.ივლისი.2018 15:40
80

"ბიოტექნოლოგიები ყველაზე მაღალ პოტენციური ბიზნესია საქართველოში"

ვრცლად
19.ივლისი.2018 14:44
248

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები

ვრცლად
19.ივლისი.2018 13:40
208

"სოფლებში ვენახს დაბინძურებული წყლით წამლავენ, რითიც შეწამვლა კი არა მოწამვლა ხდება"

ვრცლად
19.ივლისი.2018 12:53
322

ცემენტის ასოციაცია: ირანული ცემენტის დემპინგის მიმდინარე საფრთხეები

ვრცლად
19.ივლისი.2018 12:16
99

უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ნავთობპროდუქტებია

ვრცლად