12.თებერვალი.2016 17:27
ბიზნესი

ICAO-ს დასკვნით, საქართველომ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით პროგრესს მიაღწია

ICAO-ს დასკვნით, საქართველომ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით პროგრესს მიაღწია
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური დასკვნის თანახმად, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელმა 87.8% შეადგინა. უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის კუთხით, ქვეყანამ ICAO-ს აუდიტს 2008 წელსაც უმასპინძლა. მაშინ საქართველოს საერთო მაჩვენებელი 58%-ს უტოლდებოდა.
 
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აუდიტს 2015 წლის 7-15 დეკემბერს უმასპინძლა, ICAO-ს დასკვნა მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი. აუდიტის დროს შემოწმდა, თუ როგორ ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების მიერ, რამდენად შესაბამისობაშია მოქმედი საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი კანონმდებლობა და თანმდევი პროცედურები ICAO-ს სტანდარტებთან და რეკომენდირებულ პრაქტიკასთან, აგრეთვე როგორ ხორციელდება აღნიშნული საკანონმდებლო ჩარჩოს აღსრულება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გარდა, აუდიტორებმა შეამოწმეს ავიასაწარმოების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა ზემოთჩამოთვლილი მიმართულებებით, აგრეთვე ადგილზე გაეცნენ, თუ როგორ ახორციელებდნენ ავიასაწარმოები და აღნიშნული უწყებები სამოქალაქო ავიაციის დაცვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) აუდიტი ახალი სისტემის - უწყვეტი მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა.

აუდიტის შედეგად მიღებული საერთო მაჩვენებლებით, საქართველო ევროპის მოწინავე ქვეყნების მაჩვენებლებს გაუტოლდება, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, მის მიერ მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული და საპასუხო ღონისძიებების მაღალი სტადარტებით უზრუნველყოფის კუთხით.



15.ივლისი.2018 15:39
61

"ნიკორამ'' საწესდებო კაპიტალი $3.25 მილიონით შეამცირა

ვრცლად
14.ივლისი.2018 16:00
119

საბროკერო კომპანია Fx Group-ში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 17:35
199

"ალდაგის'' შვილობილი კომპანია "პრემიუმ რეზიდენსი" ტექდათვალიერების ბიზნესში შედის

ვრცლად
01.ივლისი.2018 20:58
343

“ET CETERA” ახალ ალკოჰოლურ სასმელს ამატებს

ვრცლად
01.ივლისი.2018 17:05
216

“Handy” ქართულ ბაზარს ხის სათვალეებსაც შესთავაზებს

ვრცლად
01.ივლისი.2018 16:20
909

AlterSocks-მა მათი პროდუქციის დიზაინის უკანონოდ გამოყენების საქმე მოიგო

ვრცლად