მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IBA საქართველოს 40 მილიონ ლარამდე ვალდებულებები აქვს

5aabf88b15f3a
მარი როჭიკაშვილი
16.03.18 21:00
1309
2017 წლის IV კვარტლის ანგარიშის მიხედვით აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს მოგება 750 960 ლარამდე შემცირდა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 4,9 მილიონი ლარი იყო.

ანგარიშის მიხედვით, შემცირებულია ბანკის მთლიანი ვალდებულებებიც, 104,7 მილიონიდან 39,8 მილიონ ლარამდე. ბანკის სააქციო კაპიტალი კი 5 მილიონით გაიზარდა და 38, 3 მილიონი ლარი შეადგინა.

ბანკის აქციების 71%–ს აზერბაიჯანის რესპუბლიკა ფლობს.

"ლეილა გოზალ კურტ", – ბანკის 7,07%-ის მფლობელია, ვანო ჩხარტიშვილის შვილები ნათია და მიხეილ ჩხარტიშვილები – 6,.25 –6,25%-ს ინაწილებენ.

"აზერბიაჯანის საერთაშორისო ბანკმა" საქართველოდან და რუსეთიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.