21.იანვარი.2016 19:40
მსოფლიო

იაპონურმა კომპანიამ მსოფლიოში პირველი სმარტფონი შექმნა, რომლის გარეცხვაა შესაძლებელი

იაპონურმა კომპანიამ მსოფლიოში პირველი სმარტფონი შექმნა, რომლის გარეცხვაა შესაძლებელი
იაპონურმა კომპანია Kyocera-მ მსოფლიოში პირველი სმარტფონი Digno Rafre წარადგინა, რომლის გარეცხვაც გამდინარე წყალში ჩვეულებრივი საპნითაა შესაძლებელი. ახალი გაჯეტის შემქმნელთა თქმით, მომხმარებელი სმარტფონის გამოყენებას სხვადასხვა სიტუაციაში, აბაზანის მიღების დროსაც კი შეძლებს. Kyocera-ში აღნიშნავენ, რომ სმარტფონის სენსორული დისპლეი დასველების შემთხვევაში შეუფერხებლად გააგრძელებს მუშაობას. დინამიკების ნაცვლად Kyocera-ს ტელეფონი აღჭურვილია Smart Sonic Receiver-ის ტექნოლოგიით, რომელიც ბგერით ტალღებს პირდაპირ ეკრანზე გადასცემს. გარდა ამისა, ახალ სმარტფონში ჩამონტაჟებულია სისტემა, რომელიც დისპლეის დაზიანებებს ავტომატურად გაასწორებს. ახალი სმარტფონი Android 5.1-ის სისტემაზე მუშაობს და აღჭურვილია 5-დიუმიანი დისპლეით (1280/720 პიქსელი), 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით და 13 მეგაპიქსელის კამერით.



16.ნოემბერი.2018 14:12
116

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 10,270 მლნ ბარელით გაიზარდა

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 22:00
354

სტაჟირება მსხვილ კორპორაციებში

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 14:51
129

რომელ ქვეყნებშია ყველაზე ძვირი კვების ობიექტები?

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 14:00
142

მსოფლიოში ტურისტული ცენტრების ცვლილებას პროგნოზირებენ

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 09:48
118

Alibaba-მ 1 დღიანი აქციის პერიოდში $30 მილიარდი გამოიმუშავა

ვრცლად
14.ნოემბერი.2018 13:24
144

ნავთობის ფასი შემცირდა

ვრცლად