07.მარტი.2016 22:26
ეკონომიკა

იაპონიის მთავრობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტისათვის $38 მილიონის დაფინანსებას გამოყოფს

იაპონიის მთავრობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტისათვის $38 მილიონის დაფინანსებას გამოყოფს
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, გაფორმდა სამთავრობო შეთანხმება (ნოტების გაცვლის გზით) საქართველოსა და იაპონიას შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ.
 
საფინანსო ხელშეკრულება იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და საქართველოს შორის გააფორმეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უზბეკეთის ოფისის ხელმძღვანელმა კაცუტოში ფუშიმიმ.

დოკუმენტები ითვალისწინებს იაპონიის მთავრობის (JICA-ს მეშვეობით) დაფინანსებით მიმდინარე „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტისათვის“ (ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთი) დამატებითი (4.41მილიარდი იაპონური იენის ოდენობის, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 38.5 მილიონი აშშ დოლარი) დაფინანსების გამოყოფას.

პროექტი ამჟამად განხორციელების ეტაპზეა. ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ქუთაისის ახალი შემოვლითი-სამტრედიის გზაზე და ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთზე.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პროექტის დასაფინანსებლად შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმებული იქნა 2009 წელს, რომლის ფარგლებშიც საქართველოსათვის გამოყოფილი იქნა 17.722 მილიარდი იაპონური იენი გრძელვადიანი შეღავათიანი სესხის სახით.



17.თებერვალი.2019 13:20
59

„მაინტერესებს, როგორ შეიცვალა მოსახლეობის და ხელისუფლების მენტალობა სსრკ-ის შემდეგ“

ვრცლად
17.თებერვალი.2019 13:00
102

საგარეჯოში 200 ათასი ლარი დახარჯეს ბაზრის მშენებლობაში, რომელსაც არ იყენებენ

ვრცლად
17.თებერვალი.2019 12:20
202

იანვარში ყველაზე მეტი ქართველი თურქეთიდან გამოადეპორტეს

ვრცლად
17.თებერვალი.2019 12:00
228

საპარტნიორო ფონდი კასპში მეფრინველეობის ფაბრიკას $1,5 მილიონით დააფინანსებს

ვრცლად
17.თებერვალი.2019 10:07
362

"საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად გადაქცევის კანდიდატი"

ვრცლად
17.თებერვალი.2019 10:00
430

ქუთაისის აეროპორტთან 100-ნომრიანი სასტუმრო 2020 წელს ამოქმედდება

ვრცლად