მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის მსხვილ სასტუმროებში ბიტკოინის იენზე გადაცვლა გახდა შესაძლებელი

594d0fc755bc3
BM.GE
23.06.17 16:53
1186
იაპონიის მსხვილ სასტუმროებში ბიტკოინის იენზე გადაცვლა გახდა შესაძლებელი. იაპონური ბიტკოინის ბირჟა Bitcoins BITPoint უმსხვილეს ტურისტულ ონლაინ-ოპერატორთან Evolable Asia პარტნიორობას იწყებს, - წერს news.bitcoin.com.

ბიტკოინით გადახდა შესაძლებელია როგორც ქვეყნის 1400-ზე მეტ სასტუმროში, ასევე სხვა ტურისტულ ობიექტებშიც.

ტურისტული კომპანია Evolable Asia Group პარტნიორად შემთხვევით არ შეირჩა, ის იაპონიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ოპერატორია და ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიად ითლება. იგი საკუთარ ფრენებს უახლესი ელექტრონული სერვისებით მართავს.

Evolable Asia აღნიშნავს, რომ ბიტკოინი მეცამეტე ვალუტაა, რომლსაც კომპანია მომხმარებლისგან მიიღებს.