16.ნოემბერი.2015 14:44
მსოფლიო

იაპონიის ეკონომიკა რეცესიაში შედის

იაპონიის ეკონომიკა რეცესიაში შედის
2015 წლის მესამე კვარტლის მშპ-ის მონაცემებით, იაპონიის ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად შემცირდა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, ქვეყნის ეკონომიკა რეცესიულ მდგომარეობაში შედის. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ორი კვარტლის მაჩვენებლით ზედიზედ შემცირდა.

ორშაბათს, 16 ნოემბერს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშპ-ის მაჩვენებელი ივლის-სექტემბერში წლიური თვალსაზრისით 0,8%-მდე შემცირდა და არა 0,2%-თ როგორც ამას ელოდნენ.

მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 0,7 %-ით დაეცა. ამავე დროს, მესამე კვარტალში შიდა სამოხმარებლო მოთხოვნა 0,5%-ით გაიზარდა, რომელიც მშპ-ის 60% წარმოშობს.

ანალიტიკოსები მიმდინარე კვარტალში ეკონმიკური მაჩვენებლის მცირე ზრდას ელიან. ამასთან, სუსტმა მაჩვენებლებმა შესაძლოა იაპონიის მთავრობა აიძულოს ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებითი ზომები მიიღოს.
20.თებერვალი.2018 13:49
8

"რა ხდება საპენსიო აქტივების გაუფასურების შემთხვევაში"

ვრცლად
20.თებერვალი.2018 13:35
83

"ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები" უმუშევრობის შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოდიან

ვრცლად
20.თებერვალი.2018 13:13
171

ქუჩები, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდება

ვრცლად
20.თებერვალი.2018 12:48
20

ვაკეში ნარჩენების გატანის საპილოტე პროექტი იწყება

ვრცლად
20.თებერვალი.2018 12:43
41

დიდ ბრიტანეთში KFC-ს ობიექტებს ქათმის მარაგი ამოეწურათ

ვრცლად
20.თებერვალი.2018 12:35
25

კალაძე სამშენებლო კომპანიებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

ვრცლად