მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველოში შემოსვლაზე უარი ირანის 576 მოქალაქეს უთხრეს

5c690ab464297
სალომე მეცხვარიშვილი
17.02.19 11:35
1304
2019 წლის იანვარში საქართველოში შემოსვლაზე უარი სულ 1587 ადამიანს უთხრეს, აქედან ყველაზე მეტი - 576 - ირანის მოქალაქეა. შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ასევე არ შემოუშვეს ინდოეთის 366 და აზერბაიჯანის 124 მოქალაქე.

საქართველოში ასევე არ შემოუშვეს ისეთი ქვეყნების მოქალაქეები, როგორებიც არიან: თურქეთი(116), თურქმენეთი (72), რუსეთი (58), სომხეთი(50) და ა.შ.

ასევე იანვრის თვეში, საქართველოდან გააძევეს 4 ადამიანი, რომლებიც იყვნენ ბანგლადეშის, თურქეთის, ინდოეთისა და ჰაიტის მოქალაქეები.

სავიზო რეჟიმის დარღვევაც ყველაზე მეტ ირანის მოქალაქეს დაუფიქსირდა. იანვარში ირანის 259-მა მოქალაქემ დაარღვია სავიზო რეჟიმი, შემდეგ მოდის ჩინეთის 119 მოქალაქით, შემდეგ კი აზერბაიჯანი 18 მოქალაქით.