29.თებერვალი.2016 11:08
ეკონომიკა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 0,8 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 0,8 პროცენტით გაიზარდა
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,8 პროცენტი, ხოლო 2015 წლის რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.
 
საქსტატის ინფორმაციით, იანვარში ექსპორტი 21%-ით შემცირდა, იმპორტი კი 24 პროცენტით. საგარეო სავაჭრო ბრუნვა საანგარიშო პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24 პროცენტით შემცირდა.

შემცირდა ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც, - იანვარში 2 725 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით, 17%-ით შემცირებული მაჩვენებელია. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 7,2 პროცენტით გაიზარდა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს, იანვარში საბიუჯეტო ხარჯები შემოსავლებს აღემატებოდა, - ხარჯებმა 598,4 მილიონი შეადგინა, შემოსავლებმა კი 578,5 მილიონი.



27.მაისი.2018 19:31
141

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ასს-ის 24%-მა ვერ გაიარა

ვრცლად
27.მაისი.2018 18:47
108

თბილისის თიზით ფარმაცევტული კომპანიები ინტერესდებიან

ვრცლად
27.მაისი.2018 15:29
396

შემოდგომიდან ავტოსადგურებს ახალი კანონმდებლობა დაარეგულირებს

ვრცლად
27.მაისი.2018 13:59
134

„თბილისი ორჯერ მეტ ადამიანს ასაქმებს, ვიდრე დანარჩენი საქართველო“

ვრცლად
26.მაისი.2018 21:15
287

ენერგოეფექტურობის პირველ ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასრულდა

ვრცლად
26.მაისი.2018 20:10
170

მცხეთის გენგეგმისთვის ახალი, 1,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა

ვრცლად