06.იანვარი.2016 17:49
საზოგადოება

იანვარში სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს

იანვარში სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებისა და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა დაზღვევის პროგრამა 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება. მიმდინარე წლის იანვარში კი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს.

"აქ არაფერია საიდუმლო. ჩავარდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული იყო, ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია. იანვარში ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს, 1-ელი თებერვლიდან კი, დაზღვევა ჩვეულებრივ გაგრძელდება. სამხედროებისთვის, ამ თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა, მათ ჯანმრთელობაზე ზუსტად ისევე იზრუნებს თავდაცვის სამინისტრო, როგორც დაზღვევის დროს ზრუნავდა, უბრალოდ, სამხედროებს სადაზღვევო ბარათი 1-ელი თებერვლიდან ექნებათ ჯიბეში, ნაცვლად 1-ელი იანვრისა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თინათინ ხიდაშელმა.




25.სექტემბერი.2018 21:00
80

"ქართული ზეთისხილი“ მწვანე და შავი ზეთისხილის წარმოებას იწყებს

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 20:20
325

ჰაერის ხარისხის მონაცემები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 19:50
495

"სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულებს სესხის ასაღებად შემოსავლების დადასტურება გაუჭირდებათ"

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 19:40
355

ესტონელი ბიზნესმენის განცხადებით ბიზნესომბუდსმენი დაინტერესდა

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 19:26
449

პროკურატურა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფულის შესაძლო გაფლანგვის საქმეს იძიებს

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 19:00
61

"18,7 მილიონი ლარის დებიტორული ვალის ამოღების შანსი მცირეა"

ვრცლად