მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში ექსპორტი 7%-ით გაიზარდა - საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

5c6bc41524ea0
შოთა ტყეშელაშვილი
19.02.19 12:53
5301
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ექსპორტმა $238.8 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.2%-ით მეტია. ექსპორტის ზრდა პირველ რიგში სპილენძის მადნების, ავტომობილების, ღვინის და თამბაქოს ნაწარმის ზრდას უკავშირდება. 2019 წელსაც საქართველოს წამყვანი საექსპორტო პროდუქტი სპილენძის მადნებია. 

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი


1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $42.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2.5%;



2) მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - $26.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 66.9%;



3) ფეროშენადნობები - $18.1 მილიონი, კლება წინა წელთან 33%;



4) ღვინოები - $15.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19.4%;

5) თამბაქოს ნაწარმი - $15.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 276%;



6) მედიკამენტები - $12.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35.6%;



7) აზოტოვანი სასუქები - $8.9 მილიონი, კლება წინა წელთან 20%;



8) მინერალური წყლები - $7.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24.1%;



9) სპირტიანი სასმელები - $6.6 მილიონი, კლება წინა წელთან 14%;



10) ოქრო - $6.3 მილიონი, კლება წინა წელთან 23.2%.



იანვარში საქართველოში სავაჭრო ბრუნვამ $826.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.2%-ით აღემატება. აქედან იმპორტი 588.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.