მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში ბარათებით 1,55 მლრდ ლარის ოპერაცია განხორციელდა

5a8edf5d78b9f
მარი როჭიკაშვილი
23.02.18 09:00
855
ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში საგადახდო ბარათებით 1,55 მლრდ ლარის ოპერაცია განხორციელდა, აქედან 1,44 მლრდ. ლარი ქვეყნის შიგნით, ხოლო 111,6 მლნ.ლარი საზღვარგარეთ.

ქვეყნის შიგნით ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა ბანკომატებით 1,12 მლრდ.ლარი, ხოლო ტერმინალებითა და ინტერნეტით 322 მლნ ლარი შეადგინა.

საზღვარგარეთ ბარათებით განხორციელებული ოპერაციებიდან 26,6 მლნ.ლარი ბანკომატებით, 85 მლნ.ლარი კი ტერმინალებით და ინტერნეტით განხორციელდა .

ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ინტერნეტით 113,9 მლნ.ლარის ოპერაცია განხორციელდა.