19.აპრილი.2016 11:11
ეკონომიკა

იანვარ-მარტში ევროკავშირთან ექსპორტი 35%-ით, დსთ-სთან კი 26%-ით შემცირდა

იანვარ-მარტში ევროკავშირთან ექსპორტი 35%-ით, დსთ-სთან კი 26%-ით შემცირდა
2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2145 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 443 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1703 მლნ. აშშ დოლარს (5 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მარტში 1260 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 712 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 111 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 35 პროცენტით ნაკლები მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 601 მლნ. აშშ დოლარი (28 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 33 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25 პროცენტი და იმპორტში 35 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 28, 34 და 26 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 39 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მარტში 23 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-მარტში 574 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 15 პროცენტით ნაკლები).

აქედან ექსპორტი 129 მლნ. აშშ დოლარი (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 445 მლნ. აშშ დოლარი იყო (11 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 27 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 29, 35 და 28 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-მარტში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 25 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მარტში ასევე 25 პროცენტი).



23.თებერვალი.2019 22:03
197

კომპანიამ - ,,Ku biki“ საბავშვო ავეჯის დამზადება დაიწყო

ვრცლად
23.თებერვალი.2019 21:00
1094

ავსტრიელმა რეჟისორმა თუშეთზე ფილმის გადაღება 31 000 ევროთი დააფინანსა

ვრცლად
23.თებერვალი.2019 20:30
333

მარიამ ქვრივიშვილი: „ტურიზმმა ეკონომიკაში უფრო მეტი კონტრიბუცია უნდა განახორციელოს“

ვრცლად
23.თებერვალი.2019 20:03
416

Skylawyer: “ყოველწლიურად რამდენიმე მლრდ ევროს კომპენსაცია რჩება მოუთხოვნელი”

ვრცლად
23.თებერვალი.2019 19:44
402

საქართველოს ბანკის ჯგუფის ორგანიზებით, 25 ივნისს ინვესტორთა დღე გაიმართება

ვრცლად
23.თებერვალი.2019 19:20
452

„დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება“ - რეგიონებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

ვრცლად