მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობა 22%-ით გაიზარდა

5b0274f2a9ccd
BM.GE
21.05.18 11:25
891
2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 783.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 961.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (22.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 821.8 მლნ. აშშ დოლარს (22.2 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აპრილში 1 860.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.2 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 705.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.




2018 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 135.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 14.0 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 114.8 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 90.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9.4 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-აპრილში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 251.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 164.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5.8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 151.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.4 პროცენტი).