საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ევროკომისიის დასკვნა შეაფასა და საქართველოს არსებული წარმატება მიულოცა.
"ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი მეოთხე და ბოლო შეფასების ანგარიში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე. ეს არის საქართველოს მხრიდან შესრულებული ვალდებულებებისა და წარმატებით გატარებული რეფორმების შედეგი. ეს არის რეკომენდაციების არაჩვეულებრივი შესრულება, რომელმაც მიგვიყვანა არაჩვეულებრივ წარმატებამდე. ყველას ვულოცავ არსებულ მიღწევას,“ - განაცხადა იანოშ ელჩმა.